შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან - პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო. ,,პროკრედიტ ბანკი საქართველოს", გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ „Forbes კვირა“-ში განაცხადა, რომ აღნიშნული თემის მიმართ, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია.
„სანამ ვინმეს რამეს ურჩევ პირველ რიგში შენ თვითონ უნდა შეცვალო. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ ბევრი პროექტი დავნერგეთ. მთელი ჩვენი აქტივების, რომელიც სასესხო პორტფელში ფიქსირებულ აქტივებში გამოიხატება, რაც ინვესტიციაა სესხების სახით, 20% მწვანე სესხებია. აქ შედის ენერგოეფექტური, მზის პანელების და ელექტრომანქანების სესხები. ჩვენ ამას ორნაირად ვუყურებთ, ერთი როგორც სოციალური პასუხისმგებლობის და მეორე კომერციული ნაწილი. გვიხარია, რომ ამ კამპანიაზე უკუკავშირი კარგია. ისეთი ადამიანები გამოგვეხმაურნენ, რომ ჩაერთვებოდნენ, რომ ჩვენც გაგვიკვირდა ეს თემა გარკვეული საზოგადოების ნაწილს ასე თუ აღელვებდა.
ორნაირი ეფექტი გვაქვს , პირველი რომ გარემოზე ვზრუნავთ, რადგან ვიცით როგორია დაბინძურების დონე ქალაქში. ელექტრო მანქანების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ალექს მატუა.
რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ნაკლები ცნობიერებაა.
„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გლობალური დათბობა გვაქვს. ასევე დადასტურებულია, რომ ყველა დიდი ქალაქში დაბინძურების ხარისხი მაღალ დონეზეა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს, თითოეულმა ადამიანმა ფიზიკურმა პირმა, კომპანიამ - ამათ გარკვეული ტიპის კონტრიბუციის შეტანა შეუძლია. პირველი პრობლემა რასაც შევეჯახეთ ცნობიერება იყო ამ თემასთან დაკავშირებით და მზაობა პროექტების ინვესტირებასთან დაკავშირებით“, - ამბობს იგი.