მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შედეგი არის კომიკური იმ დასკვნის ფონზე, რაც იქნა დადებული“ - მანანა ფრუიძე

6454cf0887133
ნანუკა ნარიმანიძე
05.05.23 23:35
574
საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული „საქპატენტის“ ყოფილი წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ და საჯარო განცხადებაში უწყების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან - ამის შესახებ ვრცლად "საქპატენტის" ყოფილმა თანამშრომელმა, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტმა მარიამ კეპულაძემ და “საქპატენტის” თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტმა მანანა ფრუაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

„გვინდა ჩვენი პოზიცია მოვასმენინოთ საზოგადოებას, სოსო გიორგაძის თქმით, ამ წლების განმავლობაში “საქპატენტში” არც ერთი რეფორმა არ ჩატარებულა, რაც ძალიან უხერხული და არასწორია იმ პარტნიორების წინაშე, რომლებიც მილიონობით თანხას ხარჯავენ, რათა ინსტიტუციურად განავითარონ „საქპატენტი“. ჩემი აზრით, უწყების პრესტიჟს არ უნდა მიაყენო ასეთი დარტყმა, როდესაც თავად ხარ უწყების ხელმძღვანელი“, - ამბობს მანანა ფრუიძე.

აღსანიშნია ისიც, რომ საჯაროს ბიუროს მიერ დაიდო დასკვნა, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების საფუძველი გახდა.

„მე თავად მივმართე ბიუროს და ვთხოვე გარკვეული დასკვნის შემუშავება, რაც რეორგანიზაციაში დაგვეხმარებოდა, არავინ არ უარყოფს, რომ არსებობდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ის გადაწყვეტის გზები, რაც უშუალოდ თავმჯდომარემ შემოგვთავაზა, არის სრულიად მიუღებელი და არ ემსახურება იმ მიზანს, რომელიც იყო დასახული ამ დასკვნით. „საქპატენტიდან“ განთავისუფლდა ინსტიტუციური მეხსიერების მქონე უმნიშვნელოვანესი კადრები, ნაწილი რეორგანიზაციის შედეგად, ნაწილი კი თავისი ნებით წავიდა, ვინაიდან შექმნილი ატმოსფერო მაღალკვალიფიციური კადრებისთვის შეუსაბამო იყო, ამ დარგის კვალიფიციური კადრის გამოზრდას რამდენიმე წელიწადი ესაჭიროება, შედეგი არის კომიკური იმ დასკვნის ფონზე, რაც იქნა დადებული“, - განმარტა მან.

მარიამ კეპულაძეს თქმით, 4-მა ადამიანმა მიმართეს ადვოკატებს, რომლებიც საკითხის შესწავლის პროცესში არიან.
„რეორგანიზაცია ახალისებს სტრუქტურას და ქმნის ეფექტურ სისტემას თუ ეს ნამდვილ მიზნებს ემსახურება, ყველა ჩამოქვეითებულ და გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არიან ისინი, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დიდი რესურსი ჩაიდო, ყველა მათგანს გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების სამაგისტრო პროგრამა და სხვა უამრავი კურსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ეს სპეციფიკური სფეროა და ამის აღქმა აუცილებელია. რეფორმაში მოვყევით ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში წარმოვადგენდით მსოფლიო ორგანიზაციაში, ევროკავშირში, „საქპატენტს“. ზედაპირზეა კონკრეტული ხარვეზები, გამოთხოვილი გვაქვს ბევრი მასალა, მივმართავთ სასამართლოს და ვიბრძოლებთ ჩვენი დარღვეული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად“, - დასძინა მან.


ცნობისთვის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ - „საქპატენტში“ რეორგანიზაცია დასრულდა, რის შედეგადაც საქპატენტის ინფორმაციით 13 მენეჯერული პოზიცია შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები