მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შოკოტელამ" პირველი მაღაზია გახსნა

620babd24ed4c
მარიამ იზორია
15.02.22 23:00
3556
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდის “შოკოტელას” პირველი მაღაზია გაიხსნა.

როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, “შოკოტელას” ბუტიკი კაფე-მაღაზიასა და ღია საწარმო სივრცეს მოიცავს, სადაც ორი ადამიანი დასაქმდება.

მისივე თქმით, მაღაზიისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 120 000 ლარი შეადგინა.

“ამ ეტაპზე მომხმარებელს სამი სახის შეფუთვას შევთავაზებთ, უახლოეს მომავალში კი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება იგეგმება”, - ამბობს მარიამ კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, სტარტაპი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. რაც შეეხება ფასებს, "შოკოტელას" ხელნაკეთი 9-ცალიანი ბონბონის შეფუთვის ფასი 44.95 თეთრია, 8-ცალიანი ბონბონისა და შოკოლადის ფილის, ასევე 16-ცალიანი ბონბონის შეფუთვების ფასები კი 64.95 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები