მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინოფარმით" აცრის შემდეგ გამოვლენილი რაიმე თანმდევი მოვლენა ჯერ არ გვაქვს - ხათუნა ზახაშვილი

609395d6b65e9
ინგა მურუსიძე
06.05.21 11:16
619
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის "სინოფარმით" აცრის შემდეგ რაიმე თანმდევი მოვლენა არ დაფიქსირებულა. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თავადაც ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

"სინოფარმით" აცრის შემდეგ რაიმე თანამდევი მოვლენის გამოვლენა ჩვენთან რეგისტრირებული არ არის. როგორც ხედავთ, პროტოკოლის მიხედვით, ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ესეც ვაქცინაა, შესაძლოა ჰქონდეს თანმდევი მოვლენა, თუმცა სისტემა, რომელიც ქვეყანაში აწყობილი გვაქვს, გამორიცხავს პაციენტის დამძიმებას", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოში ჩინური "სინოფარმით" აცრა 4 მაისს დაიწყო. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 20 ათასამდე ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები