მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლი" - როგორ უნდა შევძლოთ დღეში 30 000 ვიზიტორის შემოწმება, ვინ აცრილია და ვინ - არა

616f044368a8d
თამთა ჯიჯავაძე
20.10.21 00:30
5251
„სითი მოლის“ დირექტორი, ლევან მესხელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, შესაძლო ჩაკეტვა ყველა ბიზნესისთვის კატასტროფა იქნება. მისივე თქმით, ბიზნესმა მცირედით აღდგენა უკვე დაიწყო და ახლა მისი გაჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

როგორც მან „საქმის კურსში“ განაცხადა, „სითი მოლმა“ პანდემიის დაწყების დღიდან ყველა საშუალება გამოიყენა, მათ შორის რეგულაციების შემუშავება/დაცვა, თანამშრომლების ტესტირება და ა.შ, რაც ბიზნესის უსაფრთხო ოპერირებას უზრუნველყოფდა.

„“სითი მოლი“ ტესტავდა თანამშრომლების 100%-ს. მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ჩვენს ორივე ობიექტზე განთავსდა ვაქცინაციის პუნქტები და საინფორმაციო კამპანიაშიც ჩართული ვართ, ამან გარკვეული დროით შედეგები გამოიღო“, -აღნიშნა მან.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, ლევან მესხელი ამბობს, რომ ეს ძალიან საფრთხილო და რთული საკითხია.

„ჩემი ინფორმაციით, ყველა ქვეყანამ დაიწყო საჯარო სექტორიდან, ალბათ ეს საკითხი იმის მიხედვით უნდა დალაგდეს, სად უფრო მარტივია ამის ადმინისტრირება, ვინაიდან როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც სავაჭრო ცენტრში, რომელსაც დღეში 30 000 ადამიანი სტუმრობს, როგორ უნდა შევძლოთ იმის შემოწმება, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. ამის მარტივი მექანიზმი თუ იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ გასათვალისწინებელია მომხმარებლის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები