მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავისუფალი ადგილი არავის აქვს" - საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა

62458221e0d5b
თათია ჩაფიჩაძე
01.04.22 09:40
1071
საერთო სამუშაო სივრცეები 20%-ით გაძვირდა. როგორც „რეგუსი საქართველოს“ წარმომადგენელმა რუსკა ჩაკვეტაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მოთხოვნა ბოლო 1 თვეში რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მოქალაქეების ხარჯზე განსაკუთრებით გაიზარდა.

„ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა როგორც ჩვენს სივრცეებზე, ასევე ყველგან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, თავისუფალი ადგილი არავის აქვს. თითო ცენტრში 100 სამუშაო ადგილი გვაქვს და ყველა დატვირთულია.

ძალიან ბევრი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, რომლებიც დასაქმებულები არიან საერთაშორისო კომპანიებში. მათი 90% არის IT მიმართულებით.

ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ფასები. ახლა, როცა მაღალია მოთხოვნა, ფასი 20%-ით არის მომატებული ოფისებზე. იცით, რომ კოვიდის დროს გამოვლინდა დიდი მოთხოვნა, როცა კომპანიების ნაწილი გადასული იყო მოქნილი და ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმზე და ეს ტენდენცია გრძელდება“ - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები