მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი მედიკი’’ განვითარებას აგრძელებს - კომპანიამ ფილიალი ქუთაისში გახსნა

61b9fd02a2fd8
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 18:50
3657
ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში, ახლა უკვე იმერეთის რეგიონშიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც B2B, ასევე B2C მომხმარებლისთვის.

კომპანია „თბილისი მედიკი’’, საქართველოს ბაზარზე 11 წელია, რაც სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების, პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტითა და რეალიზაციითა დაკავებული.

"ქუთაისი მედიკი’’ კომპანიის მიერ დასავლეთ საქართველოში გახსნილი კიდევ ერთი ფილიალია. მიმდინარე წლის ოქტომბერში კომპანიამ ფილიალი ბათუმშიც გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორია, როგორიცაა Johnson & Johnson, Nidek, bausch and Lomb, Gima, Mindray, SonoScape, Turmed და სხვა. 

ხარისხიანი სერვისი “თბილისი მედიკის” ძლიერი მხარეა. კომპანია ბიზნესს აწარმოებს ტექნოლოგიებსა და ხარისხზე დაყრდნობით, რომელიც დაარსების დღიდან უცვლელია.



15 დეკემბრიდან „ქუთაისი მედიკი“, რომლის შოურუმი ზვიად გამსახურდიას 22 ნომერში მდებარეობს, მომხმარებელს შესთავაზებს, როგორც პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქტს, ასევე საინჟინრო მომსახურებას, ონლაინშეკვეთისა და ადგილზე მიტანის სერვისებს. ახალი ფილიალი მოემსახურება და ხელს შეუწყობს იმერეთის მასშტაბით წარმოდგენილ სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების, პაციენტზე ზრუნვის გამარტივებასა და სამედიცინო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ქუთაისი მედიკის’’ სამედიცინო პროდუქციითა და საინჟინრო მომსახურებით სარგებლობას შეძლებენ არამხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, არამედ საცალო მომხმარებელიც, ადამიანები, რომელთაც სახლის პირობებში სჭირდებათ პროდუქცია, სამედიცინო აპარატის მონტაჟი ან ტექნიკური მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები