მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტენდენცია შეინიშნება, რომ კომპანიებს უფრო პატარა საოფისე ფართები სჭირდებათ" - ვაკე პლაზა

63e8d11763596
ლიკა გურაბანიძე
12.02.23 21:00
1445
“დატვირთულობა 70%-იანია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია”, - ამის შესახებ BM.GE-ს საოფისე ფართების მოიჯარე კომპანია “ვაკე პლაზას” დირექტორმა, სოფიო ბრიტანჩუკმა განუცხადა.

მისი თქმით, შენობა სრულად, 100%-ით დატვირთულია.

“მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის და ზომის კომპანიის მხრიდანაა. ჩვენთან არის საფინანსო ინსტიტუტებიც, ასევე IT კომპანიები, იურიდიული და სხვადასხვა მომსახურების გამწევი კომპანიები. ტენდენცია შეინიშნება, რომ კომპანიებს უფრო პატარა ფართები სჭირდებათ, თუმცა ის აუცილებლად საოფისე სივრცე უნდა იყოს. ყველა თანამშრომელი ოფისში არ დადის და ეს ტენდენციაც აქედან გამომდინარეა. მეტიც, მათ ვისაც დიდი ოფისები ჰქონდათ დაქირავებული, მოთხოვნა ფართების შემცირების თაობაზე წამოვიდა.” - აღნიშნა ბრიტანჩუკმა.

ვაკე პლაზაში ამჟამად იჯარის საფასური 1 კვმ-ზე 23$-ია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წელს ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღდგა. სექტორის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ზრდა განსაკუთრებით A კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოდის, სადაც ფასი 26$-ია, შედარებისთვის B კლასში ფასი 13$-ის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები