მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი კაპიტალის" სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულები

BM.GE
17.02.23 10:36
456
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს. 

სტუმრები: ნინო რეხვიაშვილი - თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო მომსახურების ვიცე-პრეზიდენტი;
თორნიკე მჭედლიშვილი - თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი;
ანი მიქაძე - თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის „კემპის“ გამარჯვებული;
მარიამ წოწონავა - თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის „კემპის“ გამარჯვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები