მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისის" მხარდაჭერით, თბილისში YTONG-ის ენერგოეფექტიანი ბლოკის ქარხანა გაიხსნა

615412f2cb8c7
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 11:55
819
თბილისში, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტიანი ბლოკის ქარხანა გაიხსნა.

პროექტი „არქიმ“ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან - „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისისთან“ ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მლნ ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი „თიბისია“.

ქარხანაში წლიურად 30 მლნ ლარის პროდუქციის შექმნა და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო უახლოეს პერიოდში YTONG-ის პროდუქციის იმპორტს სრულად ჩაანაცვლებს და ექსპორტზეც გავა.

„ხარისხიანი მშენებლობა „არქის“ მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, უკვე 7 წელია „არქის“ ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

„აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - სამშენებლო მასალების იმპორტის ჩანაცვლებასა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას აერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ „თიბისის“ თანამონაწილეობით ქართულ ბაზარზე გერმანული სტანდარტი და ხარისხი შემოდის და ისეთი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომლის წარმოებასაც სრულად ქართული მასალები და საქართველოში მოპოვებული წიაღისეული მოხმარდება. თიბისისთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და დასაქმებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

ცნობისთვის: YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები