მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტოპლაინ ქონსთრაქშენი" შეკვეთილში კომპლექსს აშენებს - ინვესტიცია 5 მლნ-ია

6258349a1f98d
მარიამ იზორია
15.04.22 10:10
1601
კომპანია “ტოპლაინ ქონსთრაქშენი” შეკვეთილში პროექტ “FIDELIO”-ს ახორციელებს.

26 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო დარბაზის– Black sea arena-ს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, 2022 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. ამ დროისთვის კი კარკასული სამუშაოები დასრულებულია და ბლოკის ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს “ტოპლაინ ქონსთრაქშენის” მარკეტინგის უფროსმა რუსა მამასახლისმა განუცხადა, კომპლექსში ჯამში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი "ერთადერთისა და უნიკალურის" სტატუსით სარგებლობს, რაც მოთხოვნაზეც აისახება და აპარტამენტების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

“ტოპლაინი ბინადრებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს - რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით აბარებს. პროექტის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რეკრეაციულ ზონასთან ახლოს მიმდინარეობს. პროექტი, როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ მიმზიდველია. აპარტ ოტელის ბოლო სართულის ღია და დახურულ ტერასაზე ბარ-რესტორანი მოეწყობა, რომელსაც ფრანგი შეფ მზარეული უხელმძღვანელებს. “FIDELIO”-ს მობინადრეები დაცვის სამსახურით, ვიდეო კონტროლით, კონსიერჟის მომსახურებით, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავებით, ასევე გაქირავების სერვისით ისარგებლებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ტოპლაინ ქონსთრაქშენი” სამშენებლო სექტორში ამ ეტაპზე ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ამ უნიკალური კურორტის პოტენციალი შეაფასა. ჩვენი მიზანი ამ პროექტის საშუალებით შეკვეთილის პოპულარიზაციაა”- აღნიშნავს“ტოპლაინ ქონსთრაქშენის” მარკეტინგის უფროსი.

რუსა მამასახლისი Bm.ge-სთან “ტოპლაინ ქონსთრაქშენის” გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად ამბობს, კომპანია საქართველოს სხვა რეგიონების, ზღვისპირეთისა თუ სამთო კურორტების, ათვისებასაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები