მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ახლა თითოეული ჩვენგანი აქტიური არ ვიქნებით, არავინ იცის სად ვიქნებით მომავალში" - ეკონომისტი

63f8fa57b8004
ალა ისპირიანი
24.02.23 21:54
1062
"მსოფლიო რუკაზე ბევრი რამ წყდება და თუ თითოეული ჩვენგანი არ ვიქნებით აქტიური არავინ იცის სად ვიქნებით მომავალში“, - ამის შესახებ ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ BMGTV-ს გადაცემა “საქმიან საღამოში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

მისი მოსაზრებით, საქართველო რუსეთის ორბიტიდან უნდა გავიდეს.

„მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს ბრძოლაში, რომელიც ჩვენი ბრძოლაც არის. ის შანსი, რომელიც დღეს გვაქვს არის ის, რომ საბოლოოდ გავიდეთ რუსეთის ორბიტიდან და ეს უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენც უნდა გავაკეთოთ.

ასევე არის ჩემი პროტესტი საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან მან ნამდვილად შეიცვალა დასავლური კურსი და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადავიდა“, - განაცხადა მან.

ეკონომისტმა, რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის საკითხიც მიმოიხილა და განმარტა, რომ საქართველოსთვის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზიანებელია.

„სანქციები არსად არ წასულა და რუსეთის ეკონომიკა ნამდვილად შემცირდება და სახეზეა რომ ეს ეკონომიკა მცირდება. შესაბამისად მათი ეკონომიკის შემცირება ჩვენს ეკონომიკაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა ყოველთვის პოლიტიკური ფაქტორებითაა მოტივირებული და ეს ხელისუფლება ცდილობს თავისი პოლიტიკური ინტერესების გატარებას, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები