მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტი სერვისსაც ეტყობა" - ვალერი ჩეხერია

63c26a5178607
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 14:08
886
Slow group-ის ბიზნესის განვითარების დირექტორის, ვალერი ჩეხერიას შეფასებით, ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებული მომსახურების ხარისხზე უკვე აისახა. ამის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელმა "საქმის კურსთან" ტურიზმის გამოწვევებსა და საჭიროებების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

„ბიზნესსაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ პროფესიონალი კადრები გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია განათლებაზე აქცენტის გაკეთება, თორემ კადრების დეფიციტი უფრო და უფრო აშკარა ხდება ბაზარზე, რაც სერვისსაც ეტყობა. განათლება და არაპროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ძალიან ბევრი რესტორანი, კაფე და მაღაზია იხსნება, თუმცა სერვისის დონე არ უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, ამაზე ბისნესმა და სახელმწიფომ ერთად იზრუნოს“, - თქვა ჩეხერიამ.

მან ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„ფოკუსირება არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ან მხოლოდ ისრაელზე, არამედ უნდა გავიდეთ უფრო დიდ მასშტაბებზე, მათ შორის ამერიკაზე, ჩინეთზე და ა.შ.“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები