მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთის მაგალითმა აჩვენა, რომ დენის ტარიფებში კატასტროფული ინფლაციური პროცესი განვითარდა"

6394a1139a777
მარიამ იზორია
10.12.22 23:35
879
როგორ მიმდინარეობს ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით ვაჭრობა რეგიონში და როგორია საქართველოს წილი ამ მიმართულებით? - ამ თემაზე Forbes Talks-თან CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ გელენიძე საუბრობს.

მისი შეფასებით, ბუნებრივი აირის კუთხით საქართველოზე გატარებული გაზის მოცულობა წლიდან-წლამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, აქაც შესაძლებლობები ამოუწურავია და სახელწმიფოც პროექტების განხორციელების ფაზაში გადადის, რომლის ერთ-ერთი მაგალითი შავი ზღვის ფსკერში ტრანზიტული ხაზების შექმნაა.

„უკანასკნელმა პერიოდმა აჩვენა, რომ სატრანზიტო მიმართულებები იცვლება, ეს არამარტო ფიზიკური ტვირთების გადატანას შეეხება, ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირსაც. ვფიქრობ, წლიდან წლამდე საქართველოზე გატარებული გაზის მოცულობაც უნდა გაიზარდოს.

ელექტროენერგიის შემთხვევაში კი შესაძლებლობები ამოუწურავია. თურქეთის ბაზრის მაგალითმა აჩვენა, რომ ენერგეტიკაში კატასტროფული ინფლაციური პროცესები განვითარდა. შესაბამისად ყოველთვის იქნება ინტერესი რაც შეიძლება მეტი მოცულობის ენერგიის გატანაზე.

სახელწმიფოც გადადის პროექტის განხორციელების ფაზაში, მაგალითად, შავი ზღვის ფსკერს ქვეშ ტრანზიტული ხაზების ჩადება, გზრდის გამტარუნარიანობას და მიწოდებას. ამას საკმაოდ მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უნდა მოყვეს საქართველოში იგივე ხაზების გაძლიერების კუთხით, ეს აბსოლუტურად რეალური და განხორციელებადია“ - ამბობს ზურაბ გელენიძე.

CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად გამოიყენოს შიდა ბაზარზე ტარიფების მკვეთრ ნახტომებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„იმისათვის რომ ჩვენ ჩვენი ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ განვახორციელოთ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ შიდა ბაზრის იმგვარად მომსახურება, რომ მკვეთრ ნახტომებს ტარიფებში არ ჰქონდეს ადგილი და ჩვენი მოწყვლადი მოსახლეობა პირისპირ არ აღმოჩნდეს ე.წ კაპლინგის ეფეტთან, როცა გათანაბრება მოხდება რეგიონალური ტარიფების და ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდებით გლობალური პრობლემების წინაშე“ - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები