მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა დაისაჯოს ის, ვინც შეცდომა დაუშვა - დატოვოს კაბინეტი და წავიდეს“ - შეფმზარეული

5fcb5954c7598
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 18:37
5557
„შეცდომებზე სწავლის დრო არ გვაქვს. უნდა დაისაჯოს ის ვინც, შეცდომა დაუშვა - დატოვოს კაბინეტი და წავიდეს“, - ამის შესახებ რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა BMG Drive-ში ქვეყანაში შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, შიდა ტურიზმის ამოქმედების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა მართვადი იყო.

„აჭარაში რომ გახსნეს ყველაფერი ეგ კი არ იყო პრობლემა, ჩვენ დავძლიეთ პირველი ტალღა და შიდა ტურიზმის განვითარების გზაზე ვიყავით. შემცირებული იყო ნავაჭრი და ბიზნესი.

არ ვართ იმ ფუფუნებაში, რომ ვთქვათ –" ბოდიშს გიხდით, შეცდომა დავუშვით და მოდი, ვისწავლოთ შეცდომებზეო" – მაგის დრო არ გვაქვს. რეაქტიული სისწრაფით უნდა ვეცადოთ გადავარჩინოთ ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეები“, - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

ის ხელისუფლების წარმომადგენლებს ზაფხულში ტურიზმის შემოსავლების გასაჯაროვებას სთხოვს და ამბობს, რომ გამოსავალი სამოქალაქო ბრიფინგებია, რომელიც ხელისუფლებას ყველაფრის გახსნას აიძულებს.

„დაგვიდონ რიცხვები, რამდენი შემოვიდა ზაფხულში ტურიზმიდან და რამდენი დაგვიჯდა საშვილთაშვილო ვალით ამ ყველაფრის შენახვა.
ერთადერთი გამოსავლი სამოქალაქო ბრიფინგებია –  ყოველ ერთ საათში ტელევიზიის მეშვეობით იმის მოთხოვნა, რომ გაიხსნას ყველაფერი სასწრაფოდ“, - განაცხადა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები