მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა იყოს სამართლიანი პირობები ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის" - ბიზნესომბუდსმენი საზღვაო კოდექსში ცვლილებებზე

626ac296aeb4c
BM.GE
28.04.22 20:37
1002
“საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, ეხმაურება იმ გამოწვევას, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია საზღვაო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს.

კანონპროექტი საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება.

“ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი, სამართლიანი პირობები ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის იქნება ეს უცხოური ბიზნეს ოპერატორი და ინვესტორი, თუ - ადგილობრივი. ვფიქრობ, ის დაბალანსებული პოზიცია, რომელიც შეჯერებულია მხარეებთან, სწორი გამოსავალია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეგულაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა. იმ დროს, როდესაც ეს არის აუცილებელი, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს,” - განაცხადს ბიზნესომბუდსმენმა.

ბიზნესომბუდსმენის ადმინისტრაციის ცნობით, პორტის ღიაობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სანავსადგურო ერთეულების მხრიდან შეთანხმების მიუღწევლობის შემდეგ, განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე.

“ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ახორციელებს ყოველდღიურ კომუნიკაციას ბიზნესთან. ჩვენ პროაქტიული თანამშრომლობა გვაქვს პრაქტიკულად ყველა სექტორთან”, - ამბობს ოთარ დანელია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები