მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უშაქრო" მომხმარებელს უშაქრო საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს

61e6b8e751640
მარიამ იზორია
18.01.22 22:20
3353
თბილისში, ყაზბეგის 30 ნომერში საკონდიტრო “უშაქრო” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს უშაქრო, ჯანსაღ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.

“უშაქრო” უახლოეს მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს და წარმოებაში ჯემებს, მურაბებს, მიწის თხილის კარაქს, ნაყინებსა და გამაგრილებელ სასმელებსაც დაამატებს.

“უშაქროს” დამფუძნებელი, რუსა კვანტალიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ მათი ტკბილეულის მიმართ მოთხოვნა ძალიან მაღალია, რაზეც მომხმარებლის მზარდი რაოდენობაც მეტყველებს.

“ჩვენს საკონდიტროში ძალიან დიდი არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომელსაც უშაქრო ნაწარმი უყვარს, ასევე მათთვისაც, ვინც ვეგანია. სამომავლოდ ასორტიმენტის მრავალფეროვნების მიზნით საკონდიტრო ნაწარმის გარდა, სხვადასხვა პროდუქტის წარმოებასაც დავიწყებთ.

ჩვენი უშაქრო ტკბილეულის მიმართ მოთხოვნა ძალიან მაღალია, ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ ერთხელ მოსული მომხმარებელი მეორეჯერაც მოდის. მოთხოვნის შესაბამისად სამომავლოდ მაღაზიების დამატებაც განიხილება”, - ყვება რუსა კვანტალიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები