მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ბრუნვა 60%-ით შემცირდა" - ასოციაცია

625ec56dd9b4e
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.22 19:58
1394
ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეისთვის სავალუტო ობიექტების ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

BM.GE-სთან საუბრისას ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ქავთარაძე მიზეზს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ომის გამო, საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა სავალუტო კონვერტაციებზე ჯაჭვური ეფექტით გადაიცემა.

"მაგალითისთვის თუ ფიზიკური პირები აქამდე 100 დოლარს აკონვერტირებდნენ, ახლა 20 დოლარს ცვლიან ანუ მხოლოდ იმ თანხას, რაც სჭირდებათ. რაც შეეხება კომპანიების მიერ სავალუტო კონვერტაციებს, არსებული რთული მდგომარეობის ფონზე მათ ვაჭრობა და ბრუნვები შეუმცირდათ, ამიტომ ვალუტის გადაცვლასაც ვერ თუ არ ახდენენ.

ამდენად, ომის დაწყების შემდეგ სავალუტო გადაცვლის ობიექტების ბრუნვა 60%-ით შემცირდა. ამ დროისთვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ინერციით ფუნქციონირებენ, თუმცა რამდენ ხანს გაუძლებენ ამ მდგომარეობას, ეს თითოეული ბიზნესსუბიექტის ფინანსურ რესურსზეა დამოკიდებული. სიტუაცია ძალიან რთულია. ამ საკითხზე ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს სავალუტო გადაცვლის ობიექტებთან და ყველა მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის გააქტიურებაა, რის შედეგადაც ვალუტის გადაცვლები გააქტიურდება“, - ამბობს ნინო ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები