მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტ საქართველო" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

644bcc455de47
BM.GE
28.04.23 17:37
431
"ვოლტ საქართველო" ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კორპორატიული (A) წევრი გახდა. შესაბამისი სერტიფიკატი ვოლტის რეგიონალურ გენერალურ მენეჯერს, ნატალია ხიზანიშვილს 26 აპრილს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ხელს უწყობს წევრების საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ამ ეტაპზე, პალატა 230-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მათთან ერთად ზრუნავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე.

ორგანიზაცია შეხვედრებს თვეში სამჯერ მართავს. გარდა ამისა, ატარებს არაერთ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნესების ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ამერიკის სავაჭრო პალატა ამერიკული, ქართული და საერთაშორისო ბიზნესების ერთ-ერთ წამყვან ბიზნესასოციაციას წარმოადგენს.

"ვოლტ საქართველოსათვის" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.

"ვოლტი" ამერიკული კომპანიის, DoorDash-ის ნაწილია, DoorDash (NYSE: DASH), რომლის სათავო ოფისიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, შვილობილ კომპანიებს კი, მსოფლიოს მასშტაბით 27 ქვეყანაში აერთიანებს. მათ შორის, მოქმედი კომპანიები 23 ქვეყანაში ვოლტის ბრენდის ქვეშ ოპერირებენ.

"ვოლტი საქართველოში" 2018 წელს შემოვიდა და ამ დროის მონაცემებით, 5 ქალაქში მუშაობს. უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოვებას გეგმავს და ქალაქების ჩამონათვალს გორი დაემატება. ვოლტ საქართველოს გუნდი 400-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. კომპანია 7000-ზე მეტ პარტნიორ კურიერს და 2000-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესს აერთიანებს.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები