მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ბინას 10-დან 8 საინვესტიციოდ ყიდულობს" - "არსი"

63ab09573fe0d
თათია ჩაფიჩაძე
29.12.22 00:05
3505
„არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, 2022 წლამდე მათ პროექტებში ბინებს უმეტესად საცხოვრებლად ყიდულობდნენ, რაც მიმდინარე წელს სრულად შეიცვალა. მისი თქმით, 10-დან 8 ბინას საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობს.

წლის შეჯამებაზე საუბრისას, ორთოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბაზარი დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა, რაც შეეხება 2023 წელს ფასის ზრდას, კომპანიაში ფიქრობენ, რომ ზრდა ბუნებრივი 5-7%-ის ფარგლებში იქნება.

„2019-წლიან მონაცემებს სექტორმა უკვე გადააჭარბა. ზრდა იყო როგორც რეალიზაციის, ისე ფასის ნაწილში. თუ პანდემიამდე 10-დან 8 ბინა იყიდებოდა იმ მიზნით, რომ საცხოვრებლად სჭირდებოდათ ადამიანებს, ან პირობების გაუმჯობესებისთვის, დღეს 10-დან 8 ყიდულობს სარგებლისთვის, ანუ საინვესტიციოდ. დღეს ყველაზე მოთხოვნადი კაპიტალია უძრავი ქონება და ყველა ცდილობს შეიძინოს.

2023 წლიდან მე ველოდები, რომ ფასები ნაკლებად გაიზრდება, თუმცა გაიზრდება უფრო სტაბილურად და ბუნებრივად. რაც წელს იყო, ეს არ იყო ბუნებრივი, აქაც რამდენიმე მიზეზი იყო, ერთი პანდემია, ამის გარდა გვქონდა საკმაოდ მაღალი ინფლაცია ქვეყანაში, რამაც თავისი როლი შეასრულა ფასების ზრდაში, გვქონდა სამშენებლო მასალების გაძვირება და ამას დაემატა მიგრანტების რაოდენობა, რამაც ფასზე გავლენა მოახდინა. თუ ამ ფაქტორების მხრივ სიახლე აღარ გვექნება ინფლაცია თუ დასტაბილურდა, იჯარის ფასი დასტაბილურდა, ვფიქრობ ფასის ზრდა 5-7%-ის ფარგლებში იქნება,“ - განაცხადა ორთოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები