მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს EU-მა უკრაინას €19 მლრდი გადასცა" - რამდენი მლრდის გამოყოფა იგეგმება მომავალ წელს?

6352f2dd9dc7a
ალა ისპირიანი
21.10.22 23:20
880
"ევროკავშირი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს", -  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამ დრომდე ევროკავშირმა კიევს 19 მილიარდი ევრო გამოუყო.

„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს“, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კიევის შეფასებით, მას საბაზისო საჭიროებებისთვის ყოველთვიურად 3-4 მილიარდი ევრო სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები