ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქართულ-უზბეკურ კომპანიას “Wondernet Exspress”-ს (აქციონერები - დიმიტრი აბდუშელიშვილი და ალიშერ იკრამოვი), რომელმაც საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადასცა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები -“Superstar 1100” , Nanjing Superstar Medical Equipment Co., LTD (10 ცალი) და CPAP აპარატი DS-8 BIPAP ST-30, Ventmed Technology (2 ცალი)" - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)