მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელოვნური ინტელექტი ბიზნესების ასისტენტის ფუნქციას შეითავსებს" - "CALEN AI" - ს გეგმები

631f55d51fb3b
მარიამ იზორია
12.09.22 21:00
694
19 სექტემბერს სტარტაპი “CALEN AI” საქართველოს ბაზარზე პლატფორმას ჩაუშვებს. საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ხმოვანი ასისტენტის ფუნქციას შეითავსებს და მცირე და საშუალო ბიზნესებს ოპერაციებს გაუმარტივებს.

bm.ge-სთან სტარტაპის დამფუძნებელი ირაკლი ბესელიძე ამბობს, რომ პლატფორმა რუტინული ოპერაციების ავტომატიზაციას ხელოვნური ინტელექტით მოახდენს.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბიზნესზე მორგებულ კითხვებზე სცემს პასუხს და 50-მდე ზარის მიღება შეუძლია, თვეში დაახლოებით 150 ლარი ეღირება.

„ეს არის ხმოვანი ასისტენტი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც უკვე აშშ-სა და ავსტრალიაში მუშაობს. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირება. მარტივად, რომ ვთქვათ, CALEN AI-ი ხელოვნური ინტელექტით რუტინული ოპერაციის ავტომატიზაციას ახდენს. მცირე და საშუალო ბიზნესებს ეს მომსახურება დაახლოებით 150 ლარი დაუჯდებათ. რაც შეეხება მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს, მათთვის ცალკე პროექტებს ვამზადებთ, რომლის ღირებულებაც ათიათასობით დოლარი შეიძლება იყოს,“ - ამბობს CALEN AI-ის დამფუძნებელი.

ირაკლი ბესელიძის თქმით, პროექტი ამერიკის ბაზარზე საკმაოდ წამრატებულია, რაც შეეხება საქართველოში მათ მოლოდინებს, სტარტაპის დამფუძნებლის განმარტებით, 6-მდე კომპანია CALEN AI-ის სერვისით უკვე დაინტერესდა.

„მსგავსი პროექტის წარმატება მარტივი არ არის. ყველას არ უყვარს რობოტთან საუბარი. რობოტი, როცა იღებს ყურმილს მომხმარებელი არ ელაპარაკება, მერე ეჩვევიან, რადგან ხვდებიან, რომ მათთან ურთიერთობა უფრო მარტივია. საქართველოში ამ ბარიერის მოხსნას ცოტა დრო დასჭირდება,“ - ამბობს სტარტაპერი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები