მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ - გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას" - პროკურორი

61dd6bbc583aa
შოთა ტყეშელაშვილი
11.01.22 15:36
557
ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ხვალ სასამართლო აუცილებლად გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

"ხვალ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ და სამართლიან - გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას.

არაერთი პირდაპირი მტკიცებულებებია. ბანკის თანამშრომლების ჩვენებები, ეროვნული ბანკის შემოწმების მონაცემები, საბანკო გადარიცხვები, დოკუმენტური მტკიცებულებები და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ადასტურებს, რომ არის ჩადენილი დანაშაულში.

ჩვენ ყოველთვის ცხადად და ნათლად ვამბობთ, რომ ზარალი მიადგა ბანკს, ვინაიდან მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის დახმარებით თაღლითურად მიისაკუთრეს თანხები. ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ის, რომ ფორმალურად დაზარალებულის სახელი არ დევს საქმეზე, ეს არის მხოლოდ ფორმალური, ვინაიდან თაღლითობის საქმე იყო ხანდაზმული", - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა გაიმართა. მასზე მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ განაჩენს ხვალ დილით, 11:00-ზე გამოაცხადებს. 

დღეს წესით საქმის ბოლო სხდომა უნდა ყოფილიყო, რომელზეც მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა. ბოლო უნდა ყოფილიყო სხდომა დეკემბერშიც, თუმცა მაშინ მოსამართლემ იანვარში დამატებითი სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

რატომაა დაუსაბუთებელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ ბრალი - დაცვის მხარის არგუმენტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები