მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველი აცრილი ადამიანი ქვეყანაში შემოსული სამი ტურისტია" - შალვა ალავერდაშვილი

612b581d01ab5
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 15:32
1879
"თბილისში სასტუმროების დატვირთულობა მიმდინარე წლის ივლისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ზე იყო ასული, თუმცა 28 ივლისიდან კლება დაიწყო და აგვისტოში დატვირთულობამ 45% შეადგინა", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. 

„18 ივლისიდან 25 ივლისამდე თბილისში არცერთი ნომერი არ იყო ცარიელი. ზოგადად სასტუმროები იხსნება. ის სასტუმროებიც, რომელთა მშენებლობაც პანდემიამდე დაიწყო... შესაბამისად, ახალი ოთახების რაოდენობაც იზრდება“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საკმაოდ დაბალი დატვირთულობაა, რაც წესით აგვისტოში არ უნდა იყოს. „ამჟამად ძირითადად უკრაინიდან, ბელორუსიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ“, - დასძინა მან.

რაც შეეხება მოლოდინებს, შალვა ალავერდაშვილის თქმით, ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. „რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უკეთესი სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ყოველი აცრილი ადამიანი ქვეყანაში შემოსული სამი ტურისტია, სამი ტურისტი კი მინიმუმ 3000 ლარია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: 29 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 145 925 აცრა.

NCDC-ის ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 771 055 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 27%, ხოლო სრულად აცრილია 374 870 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.1%-ია.

28 აგვისტოს 20 678 ადამიანი აიცრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები