მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ავიაკომპანიას კადრების პრობლემა აქვს" - „კამექს ეარლაინსი“ კადრების გაზრდაზე იმუშავებს

62e97172e1d00
ალა ისპირიანი
02.08.22 23:13
811
ავიაგადამზიდავი კომპანია „კამექს ეარლაინსის“ დირექტორის განცხადებით, ყველა ავიაკომპანიას კადრების დეფიციტის პრობლემა აქვს. გიორგი სეთურიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ კომპანია საკუთარი კადრების გაზრდაზე იმუშავებს.

„სამწუხაროდ ინდუსტრიამ ვერ უზრუნველყო, რომ საჭირო კადრების ის რაოდენობა ყოფილიყო, რომ ყველა ავიაკომპანიის გეგმები დაეკმაყოფილებინა“, - ამბობს სეთურიძე.

„კამექს ეარლაინსის“ დირექტორს კადრების დეფიციტის მოგვარების ორი გზა ესახება: "პირველია უცხოელი მფრინავების და კადრების დასაქმება, რაც შეზღუდულია და ჩვენც ვცდილობთ ამას თავი ავარიდოთ და მეორე - საკუთარი კადრების აღზრდა. განსაკუთრებით მეორე მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“.

ცნობისთვის, საქართველოს ავიაბაზარს ახალი ავიგადამზიდავი კომპანია „კამექს ეარლაინსი“ ახლახან შეემატა. ავიაკომპანიის სერტიფიცირების პროცესი უკვე დასრულებულია. „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800 თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც წარმატებით გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები