მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხულში Radisson ბათუმი 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობდა"

616a695009fe0
ლიკა გურაბანიძე
16.10.21 09:54
797
“წლევანდელმა ზაფხულის სეზონმა როგორც შემოსავლებით, ასევე ტურისტების რაოდენობით მოლოდინს გადააჭარბა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “რედისონ ბლუ ბათუმის” გენერალურმა მენეჯერმა ილია საგანელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წელთან შედარებით ფასებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და მოიმატა.

“2020 წელს სასტუმროში ადგილობრივი ტურისტები უფრო ჭარბობდნენ, ხოლო 2021 წელი 80-90% უცხოელ ტურისტებს ვმასპინძლობდით. ზაფხულის სეზონი გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა მაისის 15 რიცხვიდან სექტემბრის 15-მდე სასტუმრო სრული 80-90%-იანი დატვირთვით მუშაობდა.

2020 წელთან შედარებით ფასებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2020 წელს ნომრებზე უფრო დაბალი ფასები გვქონდა, ახლა 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდით.

სტუმრების ქცევაც შეცვლილია. ვინც ადრე მოგზაურობას წინასწარ გეგმავდა, ამჟამად უფრო ახლო პერიოდში იჯავშნება ყველაფერი, რადგან პანდემიური სიტუაციაა და არ იციან 2-3 კვირაში რა იქნება. ჯავშნები მოგზაურობამდე ერთი კვირის პერიოდში და მოგზაურობამდე 24 საათით ადრე კეთდება.” - აღნიშნა საგანელიძემ.” - განმარტა საგანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები