მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტი მალე მილიონ მგზავრს მოემსახურება - ღარიბაშვილი

პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელოდება. დღეს გამართულ სხდომაზე პრემიერმა ავიაციაზე და აეროპორტების განვითარებაზე ისაუბრა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნაქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლიასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია,  ყველა მიმართულებით ათეული რეისია დამატებული. ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. შედეგად, 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. პროექტირებას ახლა დავიწყებთ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები