მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში 85 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ქუთაისის აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია, შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა დასრულდეს.

„განახლებული აეროპორტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო“, - დასძინა ლევან დავითაშვილმა.

 2023 წლის 7 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით - ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 90%-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76%-ით მეტია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები