აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მოცულობამ პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა.
2022 წლის მაისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% აღდგა. მოცემულ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72 104 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მაისი 64 745 მგზავრი).
ამას გარდა, მაისში რეისები 115%-ით აღდგა და აეროპორტი 241 რეისს მოემსახურა. (2019 წლის მაისი - 210 რეისი). აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.