მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი ფართოვდება

62a0ca976de01
ნინო ტაბატაძე
11.06.22 10:10
1428
ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი ფართოვდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 221 045 კვ/მ მიწის ნაკვეთი დაემატება. შესაბამისად, ჰუალინგ ჯგუფის კუთვნილი თიზ-ის ჯამური ფართობი 580 296 კვ/მ იქნება.

გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 დეკემბერი განისაზღვრა. ამასთან, თიზ-ის ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრის უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და  ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.

აღსანიშნავია, რომ  ქუთაისში „ჰუალინგის ინდუსტრიულმა ზონამ“ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი“ 2015 წელს მიიღო.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მოიცადა 36 ჰექტარს, რომელიც ახლა 58 ჰა ხდება. ტერიტორიაზეა მზის პანელების,  ხის, სამშენებლო ქვის, ავეჯის, ლითონკონსტრუქციებისა და მატრასების საწარმოები, ასევე ვაჭრობით დაკავებული კომპანიები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები