მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში 4Hospitals-ის დასავლეთ რეგიონის წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა

63454a171d923
BM.GE
11.10.22 14:48
699
საქართველოს სამედიცინო ბაზარზე მოქმედმა ლიდერმა კომპანიამ 4Hospitals-მა ქუთაისში, დასავლეთ რეგიონის წარმომადგენლობის ოფისი და შოუ-რუმი გახსნა.

კომპანია საქართველოს სამედიცინო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანია აქტივში ითვლის არაერთ წარმატებით განხორციელებულ პროექტს. 4Hospitals-ის გუნდი შედგება 40-ზე მეტი ექსპერტული ცოდნით შეიარაღებული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლით და განაგრძობს დინამიკურ ზრდას.
პროცესების მეტად დახვეწის და ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით, 4Hospitals-მა, ქუთაისში, ჯავახიშვილის #6/34-ში, დასავლეთ რეგიონის წარმომადგენლობის ოფისი და მცირე შოუ-რუმი გახსნა.
4ჰოსპიტალსის აღმასრულებელი დირექტორის, დავით წინწკალაძის განცხადებით, კომპანია აძლიერებს თავის გუნდს დასავლეთ საქართველოში, რისთვისაც რეგიონალური მენეჯერის თანამდებობა დაიკავა გამოცდილმა პროფესიონალმა გიორგი მამასახლისმა, რომლის საქმიანობაც ორიენტირებული იქნება კლინიკების საჭიროებების შესწავლასა და მოთხოვნილებების ოპერატიულ დაკმაყოფილებაზე.

სამედიცინო ბაზარზე 8 წლიანი ოპერირების განმავლობაში, 4ჰოსპიტალსმა ნდობა და აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოელ პარტნიორებს შორისაც. დღეისათვის კომპანია მრავალი საერთაშორისო, გლობალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და მისი პორტფელი მოიცავს 1500-ზე მეტ სამედიცინო პროდუქტს, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ლაპაროსკოპიულ-ბარიატრიული ქირურგია, ტრავმატოლოგია/ორთოპედია, კარდიოლოგია/ინტერვენცია, პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგია, ანესთეზიოლოგია/რეანიმაცია, ლაბორატორია/დიაგნოსტიკა, ჰოსპიტალური ავეჯი/ინვენტარი, ენდოკრინოლოგია და ა.შ.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები