მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

6368cb2e2a56f
გიორგი თოლორდავა
08.11.22 00:45
522
ქვეითის სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ქვეყნის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.

Kuwait Oil Company-ს აღმასრულებელ დირექტორად აჰმედ ალ-აიდანი დაინიშნა; Kuwait Natinal Petroleum Company-ის ახალი CEO კი ვადა ალ-ხატიბი გახდა. გარდა ამისა, ახალი ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი ჰყავს Integrated Petroleum Industries Company-საც.

სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების მიზეზები ოფიციალურ წყაროებს არ განუმარტავთ, თუმცა სავარაუდოა, რომ ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებად ქვეყნის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები დაინიშნნენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ არაბული სახელმწიფოს ეკონომიკა თითქმის სრულადაა დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე, კერძოდ, ქუვეითის მთლიანი შიდა პროდუქტის 95% ნავთობისა და გაზის რეალიზაციაზე მოდის.

ენერგორესურსებზე მაღალი დამოკიდებულება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ქუვეითზე ნავთობის გლობალური რეზერვების თითქმის 7% მოდის, რაც ქვეყნის ზომისა და მოსახლეობის გათვალისწინებთ, ექსტრემალურად მაღალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები