ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმორიცხეს
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.23 14:26
• 16034
2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.0%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რუსული გზავნილები 20%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იტალია 41 მილიონი დოლარის გზავნილებით, რაც წლიურად 22%-ით არის მომატებული. მესამე პოზიციაზეა აშშ 37 მილიონის გზავნილებით, სადაც ზრდა 37%-ს შეადგენს.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:
1. რუსეთის ფედერაცია - 160 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20% 2. იტალია - 41 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22% 3. აშშ - 34 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 37% 4. საბერძნეთი - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9% 5. ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -2% 6. გერმანია - 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 50% 7. ისრაელი - 17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5% 8. თურქეთი - 9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14% 9. ესპანეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 9% 10. აზერბაიჯანი - 5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3% 11. საფრანგეთი - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29% 12. გაერთიანებული სამეფო - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 39% 13. ირლანდია - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 109% 14. ყირგიზეთი - 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14% 15. ერაყი - 3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 405% 16. პოლონეთი - 2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22% 17. კანადა - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 13% 18. ტაჯიკეთი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 22% 19. სომხეთი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 62% 20. კვიპროსი - 2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 14%
რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხებს, ის აპრილში 28.4 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი.