მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყნის არქიტექტურა განვითარების ეტაპს ახლა გადის“ – „პარალაქსის“ დამფუძნებელი ტენდენციებზე

63380f06b52b2
ალა ისპირიანი
01.10.22 15:11
2272
კომპანია „პარალაქსში“, რომელიც დაინტერესებულ პირებს არქიტეტურულ და დიზაინის მომსახურებას სთავაზობს, მიაჩნიათ, რომ საქართველოში არქიტექტურა განვითარების ეტაპს ახლა გადის.

ანკა ჩოჩია თბილისს ქაოტური ესთეტიკის ქალაქად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს საბჭოთა არქიტექტურისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმის შედეგია. ამის შესახებ მან გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ არქიტექტურული თვალსაზრისით ახალი მოდგომები და მოთხოვნები ქვეყანაში ახლა ჩნდება.

"ახლა გავდივართ იმ ტექნოლოგიურ სიახლეებს, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ არქიტექტურულად ვიზრდებით. მომწონს ამ პერიოდში თბილისში ცხოვრება, რადგან გარდატეხა ახლა ხდება და ამ წერტილს აღმავლობის პერიოდად აღვიქვამ. კომპანია (პარალაქსი) სამი წელია, რაც დავაფუძნეთ და 7 ადამიანს ვასაქმებთ. წარმოვადგენთ, როგორც არქიტექტურულ სერვისებს, ასევე ინტერიერის დიზაინს. ვცდილობთ დამკვეთებისთვის განსხვავებული გარემო შევქმნათ. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ არქიტექტურის კუთხით ახალი და განსხვავებული ხედვები დავნერგოთ.

შესრულებული გვაქვს რამდენიმე დაკვეთა უცხოეთიდან, თუმცა რეალურად რეგიონზე ვართ ორიენტირებულები და შემდგომში ამ დაგროვილი გამოცდილებით გავიდეთ ექსპორტზე", - ამბობს ანკა ჩოჩია.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე საქართველოს კონკურენტუნარიანობას, მისი მოსაზრებით ერთის მხრივ ამ სფეროში კონკურენტუნარიანობას ბევრი პროფესიონალი კადრი ქმნის, მეორე მხრივ კი ქვეყანა ვერ მიყვება იმ განვითარების სტანდარტებს, რომელიც ევროპასა და ამერიკაშია.

"საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროფესიონალი გვყავს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქვეყანა განვითარების რაღაც პროცესებს გადის და იმ ეტაპზე არ არის, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი გვქონდეს, როგორც მაგალითად, ევროპულ და ამერიკულ ბაზარს აქვს, ამ კუთხით შედარებით ჩამოვრჩებით, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კონკურენტუნარიანები არ ვართ, რადგან ძალიან ბევრი პროფესიონალი გვყავს, რომელიც მათ შორის უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და კარგ პროექტებსაც ქმნიან“, - აცხადებს ჩოჩია.

მისი მოსაზრებით, პრობლემაა საქართველოში არსებული განათლების სისტემაც, რადგან ხშირად უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსაყენებელ საკითხებს არ მოიცავს.

„ჩვენი განათლების სისტემა იმ მოთხოვნებს, რაც რეალურად ბაზარზე სამუშაოდ გჭირდება არ პასუხობს. როდესაც რეალობაში გამოდიხარ აღმოაჩენს, რომ ისეთი ტექნიკური საკითხების ცოდნა გჭირდება, რომელსაც უნივერსიტეტში არც კი შეხებიხარ. არც იცოდი მისი არსებობის შესახებ. მაგალითად, ხელით ხაზვა უკვე არსად დაშვებული აღარ არის. აღარ ვსაუბრობ კრეატიულ აზროვნებაზე, ხედვებზე, რაიმეს სწორად შეთავაზებასა და კლიენტთან კომუნიკაციაზე.

აბიტურიენტებს, არქიტექტურაზე ჩაბარებამდე უნდა ჰქონდეთ ტექნიკური უნარები, ჩამოყალიბებული უნდა იყოს, რომ ეს პროფესია უნდა. კარგ შემთხვევაში საპროექტოში ხვდები, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგ ცოდნას გაძლევენ. ჩვენ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ტექნიკური ცოდნა, რომელიც თუნდაც ხაზვით, ან პროგრამის ცოდნით, ან სხვა და სხვა ელემენტარული საკითხებით გამოირჩევა“, - განმარტავს არქიტექტორი და კომპანია "პარალაქსის" დამფუძნებელი.

რაც შეეხება პროფესიონალი კადრების დეფიციტს, მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ასეთია, მიწოდება მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები