მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა ინფლაციური მოლოდინების კვლევამ?

BM.GE
17.02.23 10:38
256
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესები ქვეყანაში ინფლაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებას მოელიან. იანვრის მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს დეკემბრის პროგნოზში იყო ასახული. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, დეკემბერთან შედარებით მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, დაიკლო იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.

სტუმარი: თამთა სოფრომაძე - სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები