მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა საზღვარგარეთ განათლების მიღების პროგრამის აუდიტმა?

BM.GE
25.03.21 10:07
757
საქართველოს აუდიტის სამსახურმა სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამის 2016-2019 წლების ეფექციანობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აუდიტმა მოამზადა, 2016-2019 წლებში ქვეპროგრამის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 27 085 000 ლარი, ხოლო 2020 წელს ბიუჯეტი განსაზღვრულია 6 980 000 ლარით.

აუდიტის განცხადებით, ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ცენტრი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში არ ეყრდნობოდა არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებულ შრომის ბაზრის ანალიზს და არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გამოვლენის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგებს. 

აუდიტი აღნიშნავს, რომ ცენტრის განმარტებით, ჩატარებული კვლევა არ არის რელევანტური ცენტრის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან არ განხორციელებულა ზღვრული ოდენობის კორექტირება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით. აუდიტის დასკვნაში ნათვამია, რომ განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და პერიოდში სხვადასხვა სტუდენტზე ამ მიზნით გაცემული დაფინანსება.

სტუმარი: მარიამ ზაალიშვილი - აუდიტის სამსახური, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები