მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს EU-ს ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს?- KUDOS GEORGIA

644bbf4caa711
ანუკა ჯოხაძე
30.04.23 10:10
792
ექსპორტის შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორი მცირე მოცულობებია- ამის შესახებ BM.GE-თან KUDOS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. როგორც ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, დღეს საქართველოში არსებული საწარმოები დიდი სიმძლავრებიით ვერ მუშაობენ, რის გამოც ევროპის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებისას უწყვეტობის დაცვა უჭირთ.

“ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს 2 ძირითადი ფაქტორი აფერხებს. ერთი არის რაოდეობრივი, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე მოცულობებით ექსპორტზე გატანა არ არის რელევანტური, რეალისტური და რენტაბელური.

შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპანიამ სტაბილურად საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდება, მას უნდა ჰქონდეს იმის სიმძლავრეები, რომ დიდი მოცულობებით აწარმოოს სტაბილურად და შეძლოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებას. ასეთი კომპანიების სიმცირე სამწუხაროდ შეინიშნება საქართველოში.”-აცხადებს ალექსანდრე მარგიშვილი.

KUDOS GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც დღეს პროდუქცია ექსპორტზე ევროპის ბაზრებზე გააქვთ, ასევე ხარისხში უწყვეტობის შეარჩუნებაც უჭირთ, რაც მათი პროდუქციის ექსპორტს საფრთხეს უქმნის.

“მეორე ასპექტი პრობლემატიკის არის ხარისხობრივი. სრულიად გამორიცხულია, რომ ევროკავშირის ბაზარზე კომპანიამ მოახერხოს სურსათის ან მედიკამენტების შეტანა, იმის გარეშე რომ ძალიან მკაცრი კრიტერიუმები არ დააკმაყოფილოს.

თუმცა რომც დააკმაყოფილოს თუ მისი მიწოდების განმეორებითობის დროს თუნდაც სტანდარტი არ ირღევევა, მაგრამ წინა პარტიასთან შედარებით მცირდება ხარისხი, ან 2-3 პარტიის ხარისხი ერთმანეთისგან განსხვავდება, ეს უკვე თითქმის გარანტირებულად ნიშნავს, რომ ის დიდი ხანი ვეღარ გაიტანს ექსპორტზე პროდუქციას. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში.”-ამბობს KUDOS GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე მარგიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები