მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე საქართველოში? - თამარ გაბუნიას პასუხი

5ff41fb4d7e5b
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 12:13
766
"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი შესწავლილია, ისინი იმყოფებიან იზოლაციაში, ამ თვალსაზრისით რთული ეპიდკვლევაა ჩატარებული", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ახალი შტამი, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, მეცნიერული დასაბუთება არ გვაქვს იმისა, რომ ეს შტამი მეტად აზარალებს ახალგაზრდებს.

„გარკვეული ვარაუდი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, დადასტურებული მონაცემი არ არის. ერთადერთი, რაც ცნობილია, არის ის, რომ მისი გავრცელების სისწრაფე შესაძლოა იყოს უფრო მეტი, ვიდრე პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში გუშინ დადასტურდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები