ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აქტივების აღრიცხვის და კონტროლის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ბიზნესში არსებული მრავალი გამოწვევა განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გავლენით.
გარე ფაქტორებით გამოწვეული რისკების მართვა და პრევენცია ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მხოლოდ დამოკიდებული ბიზნესში სწორ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ აღსრულებაზე, რაც აბოსლუტურად საპირისპიროა შიდა ფაქტორების შემთხვევაში.
შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის გარდაუვალია ოპერაციების სწორი, დროული და სამართლიანი აღრიცხვის წარმოება, რაც გავლენას ახდენს კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებზე და საბოლოო ჯამში მომგებიანობაზე.
განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ითხოვს აქტივების სრული და ზუსტი აღრიცხვა, რომელშიც მოიაზრება როგორც სასაქონლო მატერიალური მარაგები ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მათი კონტროლი. ხშირია შემთხვევები როდესაც დამკვიდრებული კონტროლის პრაქტიკა არასრულია, სუსტია ან შეიცავს ისეთ ნაკლოვანებას რომელიც მატერიალურად აზარალებს კომპანიის ინტერესებს. მოცემული განსაკუთრებით საყურადღებო ხდება მაშინ როდესაც პრობლემა აშკარაა და საჭიროებს
დროულ რეაგირებას და გამოსწორებას.
ასეთ შემთხვევებში მაღალია საგადასახადო რისკი და ფინანსური რისკები, როგორიცაა აქტივის ხარისხის და ღირებულების არასწორი მონაცემი, მოგების ან ზარალის სწორედ შეფასების მაღალი რისკი, საოპერაციო რისკი და სხვა რომელიც ცალსახად მიუთითებს კონტროლის და სწორი აღრიცხვის ნაკლოვანებაზე.
ჩამოთვლილი რისკების გამოვლინებდება შემდეგი სიმპტომებით:
- საყურადღებო მოცულობით ზედმეტობის ან/და დანაკლისის იდენტიფიცირება სასაქონლო მატერიალურ მარაგებში
- დანაკარგების დიდი მოცულობა
- არაგონივრული ხარჯების არსებობა ბიზნესში
- ჩამოსაწერი-უსარგებლო ძირითადი საშუალებების ბალანსზე არსებობა დიდი ხნის განმავლობაში
- გამინუსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების არსებობა
- შერჩევითი გადამოწმებით ბუღალტრული ნაშთის და ფაქტობრივი ნაშთის მატერიალური სხვაობები
- SKU-ზე (Stock Keeping Unit - უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი) ნაშთის არაპროპორციული მოცულობა რეალიზაციასთან მიმართებით
- ხელოვნურად შექმნილი საწყობის ნაშთები, დაგროვილი გაუხარჯავი (გაყინული სასაქონლო ნაშთები) სასაქონლო მატერიალური მარაგები და სხვა.
ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების პრევენცია, რისკების შემცირება და დაზღვევა შესაძლებელია სწორი კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებით. იგულისხმება უფლება- მოვალეობების სწორი დელეგირება, პოლიტიკა-პროცედურების და სამუშაო ინსტრუქციების შექმნა, ანგარიშგების სწორი სისტემის ჩამოყალიბება, ინვენტარიზაციის რეგულარული განხორციელება, ჩართული თანამშრომლებისთვის საოპერაციო პროცესის მოწყობა ბიზნესის სპეციფიკის, ტრანზაქციების რაოდენობის და მასშტაბის გათვალისწინებით, სამუშაო აღწერილობის მისადაგება სწორ საოპერაციო პროცესთან, პასუხისმგებლობების ზუსტი აღწერა და ბოლოს დანერგილი წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება. მოცემული რეკომენდირებულია მუდმივად განიცდიდეს დაკვირვებას პროცესების დახვეწა-გაუმჯობესების მიმართულებით, რათა მუდმივად აქტუალური იყოს დროის და ფინანსური რესურსების დანახარჯების ეფექტურობის ზრდა.
შემუშავებული პროცესის ეფექტურობის საზომი და დანახარჯების შემცირების ისნტრუმენტი არის ინვენტარიზაცია. აუცილებელი და რეკომენდირებულია ბიზნესის კომპლექსურობის შესაბამისი ინვენტარიზაციის პოლიტიკის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:
- სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული ინვენტარიზაცია
- ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია
- ABC ანალიზი, რომელიც მოიცავს ღირებულების ან სხვა განმასხვავებელი მახასიათებლების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციას და მათ ინვენტარიზაციას
- ნაწილობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც შეადგენს ინვენტარიზაციის უწყვეტ ჯაჭვს
- უარყოფითი ნაშთების მუდმივი კონტროლი და გამომწვევი მიზეზების ძიება და სხვა.
ინვენტარიზაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მენეჯმენტისთვის ფლობდეს ინფორმაციას საოპერაციო პროცესში არსებული ნაკლოვანებების შესახებ. მოცემული კონტროლის მექანიზმის დანერგვა უზრუნველყოფს მრავალი რისკის პრევენციას და დანაკარგების შემცირებას, რაც პირველ რიგში წარმოადგენს ჯანსაღი ბიზნესის
წარმოების ბუნებრივ საჭიროებას და გონივრულ გადაცდომებზე ნებადართული ზღვარის დაწესებას. აუცილებელი და საჭიროა დანაკარგის მაქსიმალური ოდენობის შეზღუდვა, დანაკარგების კონცენტრაციის მისაღები დონის განსაზღვრა და სხვა მსგავსი და ბიზნეს სპეციფიკის გათვალისწინებით ლიმიტების დადგენა - დამტკიცება და მუდმივი მონიტორინგი, შედეგების თარგეთირება და ლიმიტების განახლება - გადახედვა.
ყველა რისკის სრულად პრევენცია, დაზღვევა ან/და მიტიგაცია შეუძლებელია, თუმცა თანამედროვე მენეჯმენტი, თანაბარი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ბიზნესის სწორი მართვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი და მიიღოს მაქსიმალურად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ყველა კომერციულ საქმიანობას საფუძვლად უდევს მოგების მაქსიმიზაცია ისე, რომ ბინზესმა შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს აქტივის ხარისხი, უზრუნველყოს ოპერაციების უწყვეტ რეჟიმში წარმართვა, განავითაროს საქმიანობა და მიიღოს მაქსიმალური შედეგი, უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეებისთვის დროული, ზუსტი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, იყოს გადამხდელუნარიანი და სწორად განსაზღვროს გადასახადის ოდენობა ბიუჯეტში.
Loialte აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს. Loialte-ს ინვენტარიზაციის მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.loialte.com.ge/ka/service/99- ინვენტარიზაცია.
სტატიის ავტორი: თეიმურაზ აბელაშვილი, Loialte Finance, პარტნიორი