მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო ტექინსპექტირების სისტემის სრულფასოვნად ასამუშავებლად?

BM.GE
14.04.23 16:30
177
საქართველოში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაწილს ტექინსპექტირება არც ერთხელ არ გაუვლია - აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი, რომელმაც ბაზარზე კვლევა ჩაატარა. ირკვევა, რომ მძღოლების უმრავლესობას ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდა ურჩევნია. „ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა 20-ჯერ და მეტჯერ იყო დაჯარიმებული ავტობუსისა თუ მიკროავტობუსის მძღოლი და რეფორმის დაწყებიდან ერთხელაც არ ჰქონდათ ტექინსპექტირება გავლილი“ - აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი. ტექინსპეტირების რეფორმაში ხარვეზების გამო წელს კანონმდებლობაც გამკაცრდა - რა შეიცვალა ახალი წესების ამოქმედებიდან და როდიდან გამკაცრდება ჯარიმები ტექდათვალიერებაზე თავის არიდების გამო?

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები