მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დადებითი ეფექტი ექნება ხულო-ზარზმის ახალ გზას

5f7055d89392f
BM.GE
27.09.20 13:03
1095
სულ მალე კომპანია POWERCHINA/Sinohydro ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაიწყებს.

95 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ხულო-ზარზმის მონაკვეთი უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და სამცხე-ჯავახეთისა რეგიონს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გარდა ამისა, გზის განახლება დამატებითი სტიმული იქნება მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რადგან გაიოლდება აღმოსავლეთის მხრიდან მთიანი აჭარის უდიდესი პოტენციალის მქონე კურორტ გოდერძისთან მისვლა. უხარისხო გზის პირობებში, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულებული იყო ზამთრის განმავლობაში. ეს ფაქტი, თავისთავად აფერხებდა როგორც ტურისტული ნაკადის მოზიდვას თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე - უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებასაც.

გარდა მსხვილი ტურისტული ინფრასტუქტურისა, გზის მიმდებარედ გაჩნდება მცირე ბიზნესის განვითარების საშუალებაც, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

განახლებული გზა გაზრდის რეგინის სატრანზიტო პოტენციალსაც და მეზობელ სახელმწიფოებს ბათუმის პორტთან დაკავშირება უმოკლეს დროში შეეძლებათ.

როგორც კომპანია POWERCHINA/Sinohydro-ში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოებზე, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დასაქმდებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც. შემოსავალთან ერთად, მშენებლობის პროცესში ისინი მიიღებენ რთულ ლანდშაფტურ პირობებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების გამოცილებას. ეს კი გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას სამომავლოდ რეგიონში დაგეგმილ პროექტებში დასაქმების პერსპექტივის მხრივ.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები