მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დახმარებას საჭიროებენ უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები - კვლევის შედეგები

5eb962a47fe2f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 19:44
1203
გამარტივებული იპოთეკური სესხები, შემცირებული გადასახადები, გამჭვირვალე კომუნიკაცია ანტიკრიზისული გეგმების შესახებ - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის ბიზნეს-ოპერატორებს სახელმწიფოსთან აქვთ.

„კუშმან&ვეიქფილდის“ მიერ ჩატარებული კვლევაში კომპანიები პოსტპანდემიურ პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერაზე საუბრობენ და პრიორიტეტბს განსაზღვრავენ:

• გამარტივებული იპოთეკური სესხები - 89%;
• გადასახადების შემსუბუქება - 56%;
• გამჭვირვალე კომუნიკაცია ანტიკრიზისული გეგმების შესახებ - 33%;
• სუბსიდირება - 22%;
• ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება - 22%;
• ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია - 22%;
• უცხოელი ვიზიტების აღდგენა - 11%;
• ეკონომიკის სტიმულირება - 11%;
• ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი - 11%.

„დეველოპერების უმრავლესობას დაწყებული აქვს ანტი-კრიზისულ გეგმაზე მუშაობა. ასევე, შედგა და სამომავლოდაც დაგეგმილია შეხვედრები ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო ორგანოებთან. დეველოპერი კომპანიები რეზერვების შექმნასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობენ, პორტფელების რესტრუქტურიზაციას ახდენენ და მარკეტინგის და გაყიდვის ახლებურ მიდგომებს აყალიბებენ. მათ შემუშავებული აქვთ მოვლენების განვითარების რამდენიმე მოსალოდნელი სცენარი და შესაბამისი რეაგირების გეგმა, თუმცა კრიზისის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გადაულახავ საფრთხედ რჩება.

დეველოპერების თქმით, პირველ რიგში, მოთხოვნის სტიმულირებისთვის აუცილებელი პირობაა, იპოთეკური სესხების გამარტივება. რესპონდენტებმა აქვე ისაუბრეს კრიზისის გავრცელების და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნეს, რომ რეცესიის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სტიმულირება. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მოქალაქეების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოთხოვნის სწრაფ ზრდას. კვლევაში მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რეზიდენტულ სექტორში ტურისტული ნაკადის მნიშვნელობას, საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა გაყიდვების გაზრდის მორიგი მექანიზმია.

დეველოპერთა თქმითვე, გადასახადების შემსუბუქება და სესხების სუბსიდირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ეს მათ კრიზისთან გამკლავებაში დაეხმარებათ. რესპონდენტებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს მთვრობის ანტი-კრიზისული გეგმის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, სამომავლოდ მსგავსი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური კომუნიკაციის საშუალება. გამოკითხულთა 22%-მა პროექტების დადგენილ ვადაში ჩაბარების მთავარ დაბრკოლებად ბიუროკრატიული პროცესები დაასახელა, რაც მნიშვნელოვან ბარიერებს ქმნის სწრაფ და ეფექტურ საქმიანობაში”, - ნათქვამია კვლევიც შედეგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები