მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება წელს რაჭაში ყურძენი?- მეღვინეების მოლოდინები

6320802532102
ანუკა ჯოხაძე
13.09.22 20:30
1253
წელს რაჭაში რთველი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაიწყოს. ადგილობრივი მეღვინეები და მევენახეები ვარაუდობენ, რომ თუ სექტემბერში ხელისშემწყობი კლიმატური პირობები იქნება გასულ წელზე ხარისხიან მოსავალს აღებენ.

რაც შეეხება რაჭული ყურძნის ფასს, “ღვინუკას მარანში" BM.GE-თან თქვეს, რომ იგი ყურძნის ჯიშის მიხედვით განსხვავებულია. თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ალექსანდროულ-მუჯურეთულის შემთხვევაში, სუბსიდირების გათვალისწინებით, 7 ლარი ეღირება.

"“ღვინუკას მარნის" შემთხვევაში, სადაც აქცენტს ბიო ღვინოზე ვაკეთებთ, წელს ვთვლით, რომ დაახლოებით 10 ტონა ყურძენს გადავამუშავებთ. ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე სახეობის ყურძენი იქნება. მათ დიდ ნაწილს ადგილობრივი მევენახეებისგან შევიძენთ, მათ შორის იქნება რაჭული თეთრა, ცოლიკაური და ძელშავი. მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხობრივად უკეთესი მოსავალი იქნება.

კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ რიცხვებზე, დაახლოებით თეთრი ყურძნის შემთხვევაში 1 კგ-ის ფასი 2,5 ლარიდან 3 ლარამდე იქნება, ხოლო ალექსანდროულ-მუჯურეთულის შემთხვევაში სუბსიდირების გათვალისწინებით მოლოდინი გვაქვს, რომ 7 ლარი იქნება,”- ამბობს "ღვინუკას მარნის" დამფუძნებელი ზურაბ მაისაშვილი.

ცნობისთვის: ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, წლიდან წლამდე რაჭაში ყურძნის მოსავლის მოცულობები მზარდია. თუ არ ჩავთვლით გასულ წელს- როცა ამბროლაურის რაიონში მხოლოდ 1 800 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

მოთხოვნის მიუხედავად ადგილობრივები ელიან, რომ არც წლევანდელი რთველი ჩაივლის სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე. Ყურძნის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია და მთავრობა კიდევ 40 მილიონის დამატებას განიხილავს.

წელს სუბსიდირება მხოლოდ თეთრ ყურძენს შეეხო, თუმცა შეეხება თუ არა სახელმწიფო სუბსიდირება სხვა სახეობის ყურძენსაც, ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები