საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნედლეულს წარმოადენს - მათ შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები, რომელთა ინდუსტრიული გადამუშავება სწორედ ევროკავშირში ხდება. ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს თხილი, მესამეზე კი აზოტოვანი სასუქებია.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში (იანვარ-აპრილის მონაცემებით):
1) მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $97.9 მილიონი, 46,982 ტონა, კლება წინა წელთან -9%
2) თხილი და სხვა კაკალი - $18.4 მილიონი, 2,929 ტონა, მატება წინა წელთან 50%

3) აზოტოვანი სასუქები - $13.6 მილიონი, 73,110 ტონა, მატება წინა წელთან 54%

4) ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების - $9.6 მილიონი, 61 ტონა, მატება წინა წელთან 225%

5) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $8.1 მილიონი, 2,436 ტონა, მატება წინა წელთან 16%
6) სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტი - $7.9 მილიონი, 2,558 ტონა, მატება წინა წელთან 115%

7) ნაწარმი ხისა, სხვა - $6.5 მილიონი, 2,413 ტონა, მატება წინა წელთან 95%
/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_image/image/67205229/iStock_622954684.0.jpg)
8) მინერალური და მტკნარი წყლები - $5.6 მილიონი, 8,628 ტონა, კლება წინა წელთან -8%

9) მსუბუქი ავტომობილები - $4.8 მილიონი, მატება წინა წელთან 32%

10) ფეროშენადნობები - $3.7 მილიონი, 3,595 ტონა, კლება წინა წელთან -9%
