მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევების წინაშე დგანან ნუშის მწარმოებლები?

BM.GE
18.07.23 10:39
128
საქართველოში ფერმერები ნუშის ბაღების გაშენებით ინტერესდებიან და მოსავალსაც ზრდიან, თუმცა, როგორც ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი თორნიკე ლათათია აცხადებს კომპანიები გამოწვევების წინაშე მაინც დგანან, რაც საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობას უკავშირდება, ეს კი განსაკუთრებით მოსავლის აღება-გადამუშავების პროცესში მწვავედ იგრძნობა. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ფერმერები სავარაუდოდ 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ და წინა წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებენ. ნუშის ექსპორტისთვის სამიზნე ქვეყნებია ევროპა, გაერთიანებული სამეფო, ასევე მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ნუშის მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოდან იწყება და სექტემბერში სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები