მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებს ხედავს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი წიაღის სექტორში

5fe07f4121a01
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 15:00
615
„წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, წიაღის სექტორში დღეს არსებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორის რეფორმა წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო დაგეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.

„დღეს გამოწვევას წარმოადგენს თუნდაც ის, რომ უკვე გაცემული ლიცენზიების ფარგლებშიც არ ხდება ბოლომდე წიაღისეულის ათვისება და აქაც გვაქვს რესურსი, ასევე გამოწვევაა სოციალური პასუხისმგებლობის უფრო მეტად გამოკვეთა ლიცენზიანტ კომპანიებში და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს წიაღის სექტორშიც წარმატებით იმუშავა 100 პარალელური აუქციონის პროექტმა, რომლის დროსაც გაიცა 433 წიაღით სარგებლობის ლიცენზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები