მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვთ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ტურნეებს ეკონომიკაზე?

64a2cd2594ca7
სალომე ხიდურელი
04.07.23 00:05
673
ინფლაცია მსოფლიოს მასშტაბით პრობლემაა - ფასები ყოველდღიურად უწყვეტად იზრდება. თუმცა შეიძლება თუ არა, რომ ამაზე პასუხისმგებლები მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები იყვნენ?

ბოლო წლებში კონცერტის ბილეთების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც ეკონომისტთა ყურადღების მიღმაც არ დარჩენილა. ტეილორ სვიფტის “Era’s Tour”-ით დაწყებული, ბიონსეს “Renaissance”-ის ჩათვლით, 2023 წლის ზაფხულში მსოფლიოს უდიდესი პოპ-ვარსკვლავები მილიონობით ადამიანისთვის კონცერტებს პლანეტის გარშემო, მათ შორის ევროპაშიც, გამართავენ.

ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე იკვლევს, ფანების მიერ საყვარელი შემსრულებლის კონცერტის ბილეთებში გადაჭარბებული ფასების გადახდა და შემდგომ მოგზაურობასა და სასტუმროში განთავსების გაზრდილი ღირებულება, შეიძლება თუ არა, ეკონომიკაზე შეუმჩნეველ გავლენას ახდენდეს.

მაგალითად, ავსტრალიაში, სადაც ტეილორ სვიფტი საკუთარ ტურნეს მომავალ წელს გამართავს, მთავრობამ ბილეთების გაზრდილ ფასად გადაყიდვის პრევენციისთვის შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. მანამდე, ჭარბი მოთხოვნის გამო ბილეთებს გადამყიდველები ხშირად ორმაგად გაზრდილი ფასით ყიდდნენ. მაგალითად, VIP პაკეტის ღირებულება, რომელიც თავიდან $1250 იყო, არაოფიციალური წყაროებიდან $3100-ზე მეტად იყიდებოდა.

QuestionPro-ს კვლევის თანახმად, სვიფტის ტური შეერთებულ შტატებში $5 მილიარდიან ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს, რაც არა მხოლოდ კონცერტის ღირებულებას, არამედ ავიაბილეთებს, სასტუმროების ჯავშნებსა და კვების ხარჯებსაც მოიცავს. ნავარაუდებია, რომ Eras მსოფლიო ტურნე ვარსკვლავს $600 მილიონზე მეტ შემოსავალს მოუტანს.

მსოფლიო ტურნეები მასპინძელ ქვეყნებში ტურიზმის მაჩვენებლებს საგრძნობლად ზრდის, რადგან ფანები მზად არიან, საყვარელი შემსრულებლის სანახავად რამდენიმე ქვეყანა მოინახულონ. მაგალითად, როდესაც ბიონსეს ტურმა მიმდინარე წელს სტოკჰოლმს მიაღწია, შვედეთში ტურისტების რაოდენობა შესამჩნევლად გაიზარდა. მოთხოვნის ზრდის მთავარი მიზეზი შვედური ვალუტის გაუფასურება და კონცერტის ბილეთებზე დაბალი ფასიც გახდა, თუმცა ჭარბმა მოთხოვნამ ბილეთებსა და სასტუმროებზე ფასები საგრძნობლად გაზარდა. თუ შვედური Danske Bank-ის უფროს ეკონომისტ მაიკლ გრანს დავუჯერებთ, ამან მაისის თვის ინფლაციაზე პირდაპირი გავლენა იქონია.

კონცერტის ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნა პირდაპირაა დაკავშირებული კოვიდპანდემიის პირობებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობასთან. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ფანები მზად არიან გასართობ ღონისძიებებში გაზრდილი ფასები გადაიხადონ.

თუმცა მსოფლიო დონის ვარსკვლავების მიერ ევროპულ ქალაქებში კონცერტების გამართვა მნიშვნელოვნად ზრდის ამ ქალაქების ეკონომიკას, მოკლე ვადებში. ინფლაციის რისკის მიუხედავად, გლობალური ტურნეები მასპინძელ ქვეყნებში ტურიზმსაც ზრდის, რის გამოც ევროპის ქალაქები უკვე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი ჩანიშნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები