მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ჰქონდა პანდემიას აუდიტორულ ბაზარზე? - Nexia TA-ის პოზიცია

61e31a6fc4369
BM.GE
15.01.22 23:18
905
"ტრადიციულ სერვისებზე მოთხოვნა შენარჩუნდა, კონკრეტულ შემთხვევებზე გაიზარდა კიდეც" - ასე პასუხობს "ნექსია თიეი-ს" პარტნიორი #ForbesTalks-ში წამყვანის კითხვას, სადაც აუდიტორულ სექტორზე პანდემიის გავლენის შეფასებაზეა საუბარი. გელა მღებრიშვილის განცხადებით, გარდა ტრადიციული სერვისებისა, პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა ახალი მიმართულებების გააქტიურების საკითხიც, მათ შორის გაჩნდა მოთხოვნა ბიზნესის წილების შეფასების მომსახურების სერვისის შეძენაზეც.

„პანდემიის მიუხედავად სექტორი მაინც განვითარდა რამდენიმე კუთხით. ის ტრადიციული სერვისები, რაც იყო, შენარჩუნდა მოთხოვნა, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში გაიზარდა, ამასთან ახალი მიმართულებები ამოიწია. არის სერვისები, რომელიც საქართველოში განვითარებული არ არის. არის კოპანიები, მათ შორის ჩვენც, რომლებიც ეწევიან ამ სერვისს, მაგრამ არ არის განვითარებული. მაგალითად რეაბილიტაციის მართვა, ზედამხედველობა, შერწყმა, შეძენა კომპანიების... პანდემიამ ამ კუთხით სხვანაირად დაგვანახა ცხოვრება.

ბიზნესებმა დიანახეს და კერძოდ ჩვენს კომპანიაზე გეტყვით, რომ ბიზნესის შეფასების სერვისის ზრდა გვქონდა 300%-ით. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რამ გამოიწვია ეს? დაიწყეს ახალი რესურსების ძებნა, ახალი ცოდნის ძებნა, ზოგს ინვესტორი მოჰყავს დაფინანსების კუთხით, ზოგს მოჰყავს ახალი ძალა ანუ კომპანიის მეწილედ შემოჰყავს. დაიწყეს ბიზნესების წილის შეფასების მომსახურების სერვისის შეძენა და ამან რა შედეგი მოიტანა? გარდა იმისა, რომ კონკრეტული პრობლემა გადაწყვიტა იმ მომენტში და შეაფასა და გაიგო რა ბიზნესში შედის, არამედ მან დაინახა, რომ თურმე მე რომ მაქვს პირობითად მილიონის აქტივი, ჩემი ბიზნესი მილიონი კი არა 300 000-იც არ ღირდეს. დაინახა, რომ მისი ბიზნესი მარტო ის აქტივი არ არის.

ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესში გვაქვს პრობლემა, იცოდნენ რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, უყურებდნენ რიცხვებს, იღებდნენ რიცხვებზე დამყარებულ გადაწყვეტილებას და არა შეგრძნებებზე. ამ სერვისებმა ეს მათ დაანახეს, რომ მათი ბიზნესები თურმე არც თუ ისე დიდი თანხა ღირს ან პირიქით.

მცირე და საშუალო ბიზნესს ტექნოლოგიური მიმართულებითაც აქვთ გამოწვევები... ვინც ინფორმაციული და ტექნოლოგიური მიმართულებით ვერ მოწესრიგდება ან გავა ბაზრიდან ან იქნება ერთ ადგილზე და ვერ განვითარდება"-აცხადებს გელა მღებრიშვილი.

"აღსანიშნავია, რომ ნექსია თიეი" საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული კომპანიაა. გლობალურ დონეზე კი მან მსოფლიო ათეულში მე-9 პოზიციიდან მე-8-ზე გადაინაცვლა. ნექსია გლობალური, ბრიტანეთში და ამერიკაში ოპერირებადი კომპანიების შერწყმით დაფუძნებული ქსელია, რომელიც თავისი ოფისებით 125-მე მეტ ქვეყნაშია წარმოდგენილი. წელს ნექსია მსოფლიოს მასშტაბით „წლის საუკეთესო ქსელად“ დასახელდა.

ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები