მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას? - ტარიელ ხეჩიკაშვილის პასუხი

63fe3136bf013
თელარა გელანტია
28.02.23 23:00
989
„ნაკლები პოლიტიკა ყოველდღიურობაში“ - Iberia Business Group-ის დამფუძნებლის ტარიელ ხეჩიკაშვილის აზრით, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს უფრო მიმზიდველს სწორედ ეს გახდიდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბლიც-კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

- რა გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას?

- ყველაზე მეტად ალბათ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკა იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში; ეს არის ყველაზე დამაზიანებელი და თითოეულმა ჩვენთაგანმა - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეულ სიტყვას შეუძლია დააზიანოს ჩვენი ქვეყანა; მეორე მხრივ, ერთმანეთს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ და მეტი პატივისცემა გვქონდეს და ყველაზე მთავარი - რაც შეიძლება მეტი პროფესიონალიზმი ყველა სფეროში; უფრო თვითკრიტიკულები თუ ვიქნებით, უფრო წარმატებულებიც ვიქნებით.

- კიდევ რა სჭირდება საქართველოს მეტი წარმატებისთვის?

- მეტი ცოდნა... ჩვენი თავმდაბლობით უნდა ვისწვალოთ უცხოელი პარტნიორებისგან როგორ გახდნენ ისინი წარმატებულები, გადმოვიღოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები ჩვენს საქმიანობაში და ჩვენც შევქმნათ წარმატების ჩვენი მოდელი.

- რა იყო ყველაზე მთავარი რამ, რაც უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობამ გასწავლათ?

- გულწრფელობა და ნდობის მოპოვება. თუ ხედავენ, რომ გულწრფელი ხარ, ნდობას იპოვებ და წარმატებაც გარანტირებულია.

- რას უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში?

- ერთმანეთის განკითხვას და გინებას. ჩვენ ვეძებთ იმას, რაც გვყოფს და არა იმას, რაც გვაერთიანებს. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ამას უნდა დაესვას წერტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები